დასახელება:
დასავლეთ საქართველოს რეგიონული დირექტორი
|
მომწოდებელი:
Dressup Group
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონული დირექტორის პოზიციაზე ბათუმის ოფისში
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ძლიერი გუნდი და ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და მრავალფეროვანი ბენეფიტების პაკეტი;
** ღია და უშუალო კომუნიკაციის კულტურა;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** რეგიონში ბიზნესის მოკლე და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა არსებული ბიზნეს გარემოს, ბაზრის სპეციფიკის და რეგიონის პოტენციალისა და კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის შესაბამისად;
** რეგიონული ცენტრის გუნდისა და მაღაზიათა ქსელის მთლიანი გუნდის მართვა და მხარდაჭერა დასახული მიზნების განხორციელებაში;
** რეგიონში არსებული სიახლეების, ბაზარზე არსებული სიტუაციის და კონკურენციის რეგულარული ანალიზი და განხილვა კომპანიის მენეჯმენტთან;
** ბიზნეს გეგმის განხორციელების კოორდინაცია და სამუშაო პროცესების ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის მენეჯერების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მათი ადგილზე სწავლებით, მხარდაჭერით და ქოუჩინგით;
** სათავო ოფისიდან მიღებული ინფორმაციის, კომპანიაში არსებული სიახლეებისა და ცვლილებების დროული გაზიარება გუნდთან;
** სისტემატური ვიზიტები მაღაზიებსა და კომპანიის სათავო ოფისში;
** აქტიური თანამშრომლობა კომერციულ, საოპერაციო და მარკეტინგის დეპარტამენტებთან სხვადასხვა ბიზნეს პროექტების ან მიმდინარე საკითხების გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საცალო გაყიდვების სექტორში მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება Fashion retail სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ლიდერული უნარები: დიდი გუნდის მოტივირება და მართვა, ცვლილებების მართვა და სხვადასხვა ორგანიზაციული ინიციატივების განხორციელება;
** ძლიერი ვერბალური და წერითი საკომუნიკაციო უნარები, მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა მხარეებთან;
** სტრატეგიული აზროვნება და ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** კომპლექსური გამოწვევების გადაჭრის უნარის ქონა;
** რელოკაციის მიმართ მოქნილობა, ძირითადი სამუშაო ადგილი - ბათუმის ოფისი, რეგულარული ვიზიტები ზუგდიდის მაღაზიასა და თბილისის ოფისში;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2024 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "რეგიონული დირექტორი - ბათუმი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|