Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=592172&print=yes&view=jobs
 
ოფისის, HR და ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის, HR და ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Food Balls Georgia
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" არის ახალი კომპანია ინოვაციური, ორიგინალური პროდუქტებით. კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

გამოგვყევი და თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს: https://www.facebook.com/foodballsgeorgia?mibextid=LQQJ4d

თუ გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის, HR და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მომზადებული შემოსული და გასული დოკუმენტაციის/კორესპონდენციის გატარება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, დახარისხება და ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა დადგენილი წესით, ელექტრონული არქივის წარმოება;
** ბრძანებების, მინდობილობების, ხელშეკრულებების დრაფტების შევსება/შემოწმება/შენახვა;
** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის მართვა და პროგრამული შემოწმება;
** შვებულებების გრაფიკის მართვა, განცხადებების დახარისხება;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** დირექტორის, მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულებაზე კონტროლი.
** HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** პერსონალის შერჩევის და კომპანიაში ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის/ადაპტაციის პროცესის წარმართვა (სავაკანსიო ტექსტის შედგენა/გამოქვეყნება, ტრენინგების ჩატარება, სტაჟირების პროცესის მართვა);
** თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო სისტემის ხელშეწყობა/გაუმჯობესება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** თანამშრომელთა ხელფასის, ბონუსების, დაწინაურების და სხვა შიდა ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება და/ან ფსიქოლოგია);
** განიხილებიან ისეთი კანდიდატებიც, რომელთაც აქვთ HR პროექტების მართვის და თანამშრომელთა შერჩევის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (ms office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: 1500₾ (net) ან მეტი კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@foodballs.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია