დასახელება:
რუმს სერვისის მიმტანი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო სტამბა
|
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
სასტუმრო "სტამბა" აცხადებს ვაკანსიას რუმს სერვისის მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა;
** სამუშაო ადგილას სისუფთავის შენარჩუნება;
** სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებსა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სტუმრის კომენტარების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@stambahotel.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი"-ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|