Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=592160&print=yes&view=jobs
 
პადელის კორტების ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პადელის კორტების ზედამხედველი
მომწოდებელი: ჯიმ ბრიზი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"ჯიმ ბრიზი" აცხადებს ვაკანსიას პადელის კორტების ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჩუბინაშვილის #52/კონსტიტუციის #6
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს სათამაშო მოედანზე მიმდინარე პროცესებს;
** მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია და მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, სერვისების, პროდუქტების, მომსახურების ფასების შესახებ, შესაბამისად მოემსახუროს მომხმარებელს და გადასცეს შესაბამისი ინვენტარი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
** იზრუნოს ჯავშნის შესაბამისად მოედანზე დადგენილი სტანდარტების მიხედვით მომხმარებლის განთავსებაზე;
** მონიტორინგი გაუწიოს მომხმარებელს სათამაშო მოედანზე ყოფნისას და აკონტროლოს სათამაშო მოედანზე მყოფი სტუმრების ჯავშნის დრო.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** საცხოვრებელს;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.kazbegi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი"-ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია