Робота для біженців з України
მასაჟისტი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასაჟისტი
მომწოდებელი: რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. "ROOMS"-ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS KAZBEGI" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეუმსუბუქოს მომხმარებლებს ტკივილი, სტრესი და ფიზიკური დაღლილობა კუნთოვანი და რბილი ქსოვილების მასაჟით;
** იცოდეს, როგორ ურთიერთქმედებენ ორგანიზმის კუნთები ერთმანეთთან;
** ინტერპერსონალური უნარებისა და პროფესიონალიზმის გამოჩენა, მასაჟის პროცესისას;
** ობიექტზე მაღალი ხარისხის, პროფესიონალური სერვისის მიწოდება;
** ყველა კორპორატიული პროცედურისა და რეგულაციის დაცვა;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას და ეკეთოს სახელის აღმნიშვნელი ბარათი.

საჭირო უნარები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დადებითი და პროფესიონალური დამოკიდებულების შენარჩუნება, როგორც სტუმრებთან; ასევე თანამშრომლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** საცხოვრებელს;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.kazbegi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი"-ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე