Робота для біженців з України
სერვის დესკის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის დესკის ოპერატორი
მომწოდებელი: ტრანზაქციული სისტემები
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
კომპანია შპს "ტრანზაქციული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ექვაირინგის განყოფილებაში სერვის დესკის ოპერატორის თანამდებობაზე.

კომპანია საქმიანობს საბანკო-საფინანსო სფეროში.

მდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაიწყე კარიერა ჩვენთან და მიიღე განვითარების შანსი!

ტრანზაქციული სისტემები ეძებს სერვის დესკის ოპერატორს სტაჟირებისთვის, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად გაიღრმაოთ ცოდნა საგადახდო სისტემების სფეროში და მომხმარებელთა მხარდაჭერაში.

მინიმალური მოთხოვნები:

** კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული ცოდნა.
პირობები:
** ანაზღაურებადი სტაჟირება: 500 ლარი.
** სტაჟირების მაქსიმალური ვადა: 3 თვე (სტაჟირების დროულად დასრულების შემთხვევაში).
** სტაჟირების დასრულების შემდეგ: ანაზღაურება 700 ლარი + ბონუსი.

რატომ ჩვენთან?

** მიიღებთ გამოცდილებას და რეალურ ცოდნას საგადახდო სისტემების სფეროში.
** მეგობრული და მხარდამჭერი გარემო.
** სტაბილური კარიერული ზრდისა და განვითარების პირობები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: iana.bibiluri@tr-sys.eu, operations@tr-sys.eu

სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: [25.11.2024]

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე