Робота для біженців з України
მებარგული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებარგული
მომწოდებელი: სასტუმრო რადისონ ბლუ
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია, თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მებარგულის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი
დეპარტამენტი: მიღება-განთავსება

ძირითადი მოთხოვნები:

** უზრუნველყოს სტუმრის მომსახურება გამორჩეული სერვისით და სასტუმროს შიდა სტანდარტების მიხედვით.
** ფლობდეს სრულ ინფორმაციას სასტუმროს მომსახურების შესახებ და მუდმივად ზრუნავდეს სტუმრის კმაყოფილებაზე.
** გააკონტროლოს ლობის და ასევე, ბარგის შესანახი ოთახის სისუფთავე და წესრიგი.
** იზრუნოს შიდა დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის გამართულ ფუნქციონირებაზე.

უნარები და კომპეტენციები:

** უცხო ენა: ინგლისური
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გადმოაგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე tbilisi.hr@radissonblu.com და მიუთითონ სასურველი პოზიცია "Subject" ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ აპლიკანტებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტმა" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე