Робота для біженців з України
გარე გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
"ვიანი" აცხადებს გარე გაყიდვების აგენტის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი;
** კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქციაზე ექიმებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** კომპიუტერული უნარების ფლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კონსტრუქციული და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 ნოემბერი, 2024

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1216

"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე