Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ასფარმა-საქართველო
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (შიდა ქართლი, კახეთი, აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
** პროდუქციის მარკეტინგული აქტივობისთვის საჭირო უნარების გამოყენება;
** მოცემული ამოცანების ეფექტურად განხორციელება და ანგარიშის დროულად წარდგენა;
** ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა ხელმძღვანელისთვის, რომელიც სამიზნე სეგმენტთან და მუშაობის პროცესთან არის დაკავშირებული;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com არაუგვიანეს 2024 წლის 23 ნოემბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე