Робота для біженців з України
ინვენტარიზაციის სპეციალისტი - თერჯოლა, ვაჩნაძიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილი: დასავლეთი (თერჯოლა) და აღმოსავლეთი (ვაჩნაძიანი) (ორი ვაკანტური პოზიცია)
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი (საჭიროებისამებრ შაბათი დღე);
ანაზღაურება: 1500 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
** პროდუქციის თვლად მდგომარეობაში ყოფნის მონიტორინგი;
** ინსტრუქციის შესაბამისად ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ERP სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია (Microsoft NAV, SAP);

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინვენტარიზაციის სპეციალისტი და რეგიონი დასავლეთი ან აღმოსავლეთი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე