Робота для біженців з України
ტუროპერატორი - ინგლისურენოვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტუროპერატორი - ინგლისურენოვანი
მომწოდებელი: ვიზიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
ტურისტული სააგენტო "ვიზიტ ჯორჯია" არის ლიდერი შემომყვანი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. კომპანია 27 წელია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 350-ზე მეტ ტუროპერატორთან (ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ლათ. ამერიკა და ა.შ) და 1000 ზე მეტ ადგილობრივ სერვისის მომწოდებელთან.

მომსახურების მაღალი ხარისხი, თანამედროვე მიდგომები, ევროპული სტანდარტებით მუშაობა და მრავალ ენაზე მოსაუბრე, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები განაპირობებენ მის წარმატებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ გვერდს: https://www.visitgeorgia.ge

ვაკანსია - ტუროპერატორი (ინგლისურენოვანი)

ადგილმდებარეობა - თბილისი, ინგოროყვას ქუჩა 4ა
განაკვეთი - სრული, არადისტანციური; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
გამოცდილება: სასურველი, მაგრამ არა აუცილებელი
ანაზღაურება: 1500-დან 4000 ლარამდე (კვალიფიკაციის მიხედვით)
ვისთვის არის ეს ვაკანსია საინტერესო
ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისათვის, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, განვითარება და სურს თვითრეალიზაცია

სამუშაოს აღწერა:

** ტურების შედგენა და მისი ოპერირება
** უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაცია
** მარკეტინგული და საინფორმაციო მიზნით საზღვარგარეთ მივლინება
** ინფრასტრუქტურული და საინფორმაციო მიზნით საქართველოს ფარგლებში მივლინება
** გიდებთან კომუნიკაცია ტურთან დაკავშირებულ საკითხებზე
** ტურისთვის საჭირო საბუთების მომზადება
** ტურის მსვლელობის კონტროლი
** ტურის დოკუმენტაციის წარმოება

ვაკანსიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის ცოდნა (B2/C1)
** საოფისე პროგრამები (MS Office - Word/Excel/Outlook)
** სწრაფი ბეჭდვა
** გამართული კომუნიკაციის უნარი (ვერბალური და წერილობითი)
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა
** გიდად, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას
** კორპორატიულ დაზღვევას
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 15 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@visitgeorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტუროპერატორი (ინგლისურენოვანი)

გისურვებთ წარმატებას!

შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყება 18 ნოემბრიდან

თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე