Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: კაფეტერია Canteen_Area
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "CanteenArea" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** კერძების მომზადება და განლაგება მენიუს სპეციფიკის მიხედვით, ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** პროდუქტის ხარისხის და ვადების კონტროლი, სწორად შენახვის უზრუნველყოფა;
**პროდუქციის დამუშავება და რაციონალური გამოყენება;
** ინგრედიენტების სიჯანსაღისა და სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ობიექტის მენეჯერთან ერთად სტანდარტული, სეზონური ან სპეციალური მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება და საკვების მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
** რეცეპტურის შედგენა და დაცვა კერძების მომზადების დროს;
** კერძების ზუსტი კალკულაციების მომზადება და კონტროლი;
** შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა, სანიტარული და სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით
** გათვალისწინებული ნორმების დაცვა;
** ოპტიმალური ხარისხის მიღწევის კონტროლი;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე.

მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინურობა;
** დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (09:00სთ-დან -18:00სთ-მდე);
** შაბათი - მოკლე სამუშაო დღე (09:00სთ-დან -14:00 სთ-მდე);
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები ღონისძიებების მიხედვით;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (პერიოდი ანაზღაურებადია).

დაინტერესებულმა პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 20 84 90 ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tmeladze@cu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.

კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს
დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე