Робота для біженців з України
დღის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის რეგისტრატორი
მომწოდებელი: გერმანული ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

"სს გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას დღის რეგისტრატორების პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა
ხელფასი: ხელზე ასაღები 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და ჰოსპიტლის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კლინიკაში მუშაობის გამოცდილებას;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დღის რეგისტრატორი".

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა 30/11/2024

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე