Робота для біженців з України
მთავარი მზარეული - ღამის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მზარეული - ღამის ცვლა
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
კომპანია "გუდვილი"- 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში- აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლაში მთავარი მზარეულის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების რეცეპტების შემუშავება მენიუს თითოეული კერძის დამზადების ტექნოლოგიის ჩათვლით;
** ყოველდღიური გაყიდვების გეგმის კონტროლი;
** პროდუქტების ნუსხის შედგენა მენიუს ცალკეული კერძების მიხედვით;
** სამზარეულოს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება;
** სამზარეულოს მოწყობილობისა და ტექნიკის ყოველდღიური მოვლისა და აგრეთვე პროდუქტების შენახვის სპეციალური გეგმის შედგენა;
** სამზარეულოს პერსონალისა და სხვა მუშაკების მიმართ მოთხოვნებისა და მათი პროფესიული დონის განსაზღვრის საერთო გეგმა;
** სამზარეულოს პერსონალის საქმიანობის ანალიზი, მათი ფუნქციების განსაზღვრა, დავალებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება;
** სამზარეულოს მუდმივი პერსონალის ცვლებში მუშაობის საერთო წესის განსაზღვრა;
** სამზარეულოს დროებითი პერსონალის ცვლებში მუშაობის საერთო წესის განსაზღვრა;
** სამზარეულოს პერსონალის პროფესიული სწავლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: თვეში 15 ცვლა დღეგამოშვებით, 20:00- 08:00
** ლოკაცია: საბურთალო, დოლიძის ქ. N 46.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ფასდაკლების ბარათს კვებისთვის
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712. გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე