Робота для біженців з України
ტექნიკური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დირექტორი
მომწოდებელი: დინ გრუპი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
საგზაო სამშენებლო კომპანია "დინ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ს. ჯანაშიას 16/18
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წაკითხვა/მოცულობების ანალიზი;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) შედგენა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, AutoCAD);
** საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დამოუკიდებლად შესრულების უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული 4000 ლარი მზარდი პერსპექტივით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@dingroup.ge. გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტის Subject- ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ტექნიკური დირექტორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე