Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 20 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

"ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (თუმცა პერიოდულად გადაადგილება რეგიონებში სავალდებულოა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 1500

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B და C კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა ზედნადებით გათვალისწინებული პროდუქციით და ზუსტი რაოდენობების მონიტორინგი;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** პროდუქციის დროულად მიწოდება ობიექტებზე და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელთან და შეკეთების უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@zgvaludi.ge 18 ნოემბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით 599221406.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე