Робота для біженців з України
IT ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკური სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება, ჩანტლაძის ქ. 40
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქციები: ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში, ობიექტებზე კომპიუტერული, ქსელური, პერიფერიული და სავაჭრო მოწყობილობების მონტაჟი, გამართვა და მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Windows 10 ცოდნა (სავალდებულო);
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე.

სხვა მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე vacancy@spar-georgia.com სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "IT ტექნიკური სპეციალისტი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდმარტის" (ს/კ 404460187) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელფოსტაზე office@foodmart.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე