Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მოთხოვნის შექმნაზე პასუხისმგებლობის აღება;
** პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
** მომხმარებელთა ბაზის შექმნა/წარმოება;
** ექიმებთან პერიოდული ვიზიტების დაგეგმვა;
** ახალი პროდუქტების საჭიროების გამორკვევა, საინტერესო პროდუქტების ინიციირება შესაბამის სამსახურებთან;
** გაყიდვების ყოველდღიური, კვირის და ყოველთვიური სტატისტიკის კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
** წინასწარ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შეკვეთების გადაგზავნა შესყიდვების დეპარტამენტში;
** ნაშთების კონტროლი და შევსებისთვის ყველა ინფორმაციის მომზადება;
** ბაზრის კონკურენტულ ანალიზში ჩართულობა;
** ყოველდღიური სამუშაო რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო ან მომიჯნავე მიმართულებით);
** სასურველია უცხო ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინ. 2-წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე