დასახელება:
შემფუთველი
|
მომწოდებელი:
Food Balls Georgia
|
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
|
კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შემფუთველის პოზიციაზე თბილისში.
სრული განაკვეთი
გამოცდილება სასურველია
ფუნქცია-მოვალეობები:
** იმუშაოს კომპანიის სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად;
** მზა პროდუქციის, საწყობის მონიტორინგი.
** გამზადებული პროდუქტის შეფუთვა და დასტიკერება შეფუთვის სტანდარტების შესაბამისად;
** გასაგზავნი შეკვეთების შეგროვება, ყუთებში ჩალაგება;
** პროდუქციის მიღება-გაცემაზე პასუხისმგებლობა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** შეკვეთების შეგროვება და ჩალაგება ფილიალების შეკვეთების შესაბამისად;
** თავისუფალი დროის არსებობის შემთხვევაში საწარმოს დირექტორის მითითებების შესრულება;
** სამუშაო სივრცის, ინვენტარის და დანადგარების ყოველდღიური დასუფთავება, მოწესრიგება;
** პროდუქციის სამაცივრე ოთახიდან გამოტანა/პროდუქციის სამაცივრე ოთახში განთავსება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500ლ
** გრაფიკი: 40 სთ კვირაში
** ლოკაცია: სამგორი; ბაბუციძის 14
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კვება
** Fitpass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@foodballs.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.
|
|
|
|