დასახელება:
მთავარი ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კომპანია ორბიტა
|
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
|
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, 26 წელზე მეტი გამოცდილებით. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.orbita.ge/
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** თრეიდ მარკეტინგული-პრომო კალენდრის პროგრამული გატარება და მონიტორინგი;
** ოპერატორების გუნდის მართვა და მონიტორინგი;
** პროგრამული სიახლეების, დეველოპერული საკითხების კოორდინირება და გაცნობა კომპეტენტურ თანამშრომლებთან;
** გატარებული ოპერაციების შემოწმება, შეცდომების გამოვლენა და შესწორება;
** დოკუმენტების პარტიულ გადატარებაზე გაშვება და ჯგუფური გადატარება, მიღებული შედეგების გადამოწმება და ხარვეზების შემთხვევაში მათი გამოსწორება;
** პროგრამაში ფასების გატარება და კონტროლი;
** პერიოდული შიდა ქროს-ჩექის წარმოება;
** აპლიკაციის პროგრამის (გაყიდვები/ლოჯისტიკა) მართვა და ადმინისტრირება, ადაპტაცია პროგრამასთან და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გეგმის შეყვანა პროგრამაში;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლებ. სასურველია ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს საბუღალტრო ტრენინგები;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (დისტრიბუციის სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესად);
** აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: a.atanelishvili@orbita.ge
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკონტაქტო პირი: ანნა ათანელიშვილი
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|