Робота для біженців з України
პროდუქტისა და ფასწარმოქმნის მენეჯერი - Volvo
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტისა და ფასწარმოქმნის მენეჯერი - Volvo
მომწოდებელი: კავკასუს ავტომოტივი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში "კავკასუს ავტომოტივი" პროდუქტისა და ფასწარმოქმნის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ავტომობილების გაყიდვების ტენდენციებზე დაკვირვება, კონკურენტული ბაზრის კვლევა, ანალიზი და სტატისტიკის მომზადება;
** მწარმოებელთან და პოტენციურ მომწოდებელთან მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** მსოფლიო ბაზარზე ახალი საავტომობილო პროდუქტებისა და თანმდევი მომსახურებების მოძიება;
** მოძიებული ახალი საავტომობილო პროდუქტებისა და თანმდევი მომსახურებების საფუძველზე სიახლეების ინიცირება;
** ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის კვლევა და ანალიზი;
** ახალი ავტომობილების შეკვეთის მოთხოვნის გაგზავნა, პროცესის კონტროლი და სისტემაში ასახვა;
** ინვოისების მომზადება და ავტომობილებზე ფასების კონტროლი;
** გაყიდული ავტომობილების კონტროლი და სისტემაში დარეგისტრირება;
** პროდუქტის კარგად ცოდნა და დილერებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვის კოორდინირება;
** საჭიროების შემთხვევაში კრედიტ ნოტების მოთხოვნა;
** მარკეტინგული მიმართულებით ჩართულობა;
** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების წარმოება/დამუშავება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული/ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office/Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=1045

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე