დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ართთაიმი
|
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
|
შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. კომპანია ფლობს 10 მაღაზიას, სადაც წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა Tissot, Swatch, Longines, TAG heuer და სხვა. შპს "ართთაიმს" საათებისა და საიუველირო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლება აქვს საქართველოში. კომპანიამ საკუთარი ნიშა სტაბილურად მოიპოვა ბაზარზე. ის საინტერესოა მრავალფეროვანი არჩევანით და აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს.
შპს "ართთაიმი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა.
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
** მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
** მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით პროექტის სრული ციკლის მართვა.
** მარკეტინგული ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგება.
** კომპანიის ბრენდების განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა.
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების პერიოდული ანალიზი.
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ძლიერი ანალიტიკური უნარები.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
** ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე hr@arttime.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|