დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
Moore Abc
|
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით (https://www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 114 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდ აშშ დოლარს (https://www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას;
** უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს ბუღალტრებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "სტაჟიორი (ბუღალტერია)".
|
|
|
|