Робота для біженців з України
მოთხრობების კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოთხრობების კონკურსი
მომწოდებელი: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში" არის 5 წლიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

პროგრამა აცხადებს მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების [IX, X, XI და XII] მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

მონაწილეობის მსურველებმა:

** 2024 წლის 8 ნოემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1v_WctGz5OTH_AgCqArd1j_xCUEmNiERGvYT0RX3t804/edit
** 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ საბოლოო საკონკურსო ნაშრომი, მოთხრობა.

კონკურსის პირობების და პრიზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/xLYuP
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე