Робота для біженців з України
ლაბორატორიული მედიცინის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიული მედიცინის ექიმი
მომწოდებელი: პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მედიცინის ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 16 სთ მორიგეობა (შაბათ კვირას 24 სთ მორიგეობა) ყოველ მე-4 დღეს

ძირითადი მოვალეობები:

** ჩაატაროს ლაბორატორიული გამოკვლევები მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად;
** აწარმოოს საჭირო დოკუმენტაცია (პაციენტების რეგისტრაცია, ჩანაწერები ლაბორატორიულ ჟურნალში და სხვა);
** მოამზადოს კვლევისათვის საჭირო საკონტროლო, საკალიბრო ხსნარები და დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემები;
** მოამზადოს მის მიერ შესრულებული ყოველთვიური სამუშაოს ანგარიში (სტატისტიკური მონაცემები, დროის პერიოდში დახარჯული მასალების რაოდენობა, საწყობის აღწერა, საჭირო;
** მასალების დროული შეკვეთა და ა.შ);
** მოუფრთხილდეს ლაბორატორიაში განთავსებულ სამედიცინო აპარატურას და მათთვის საჭირო სახარჯ მასალებს;
** ეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერ შესრულებული ანალიზის სისწორეზე, რასაც ადასტურებს ანალიზის შედეგის ბლანკზე ხელმოწერით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 17 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე