Робота для біженців з України
კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

სამუშაო ადგილი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00, შაბათი მონაცვლეობით 10:00-14:00
ანაზღაურება: 900 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტთან პროაქტიული კომუნიკაცია;
** პაციენტის დაკვალიანება მომსახურების ეტაპებსა და მიმართულებებთან დაკავშირებით;
** პაციენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტის დადგენილი პროცედურების მიხედვით მომსახურება;
** მომსახურების სტანდარტისა და კორპორატიული დრეს კოდის დაცვა;
** პაციენტის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** ყველა პაციენტის შესაბამისი რიგის ნომრით უზრუნველყოფა და რეგისტრატურაში/ექიმთან გადამისამართება;
** კვლევის პასუხების გაცემა (გამონაკლისი ინოვა და ცენტრალური);
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ექიმთან ჩაწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან მიმდინარე სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ბაზისური ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარები და თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** პროაქტიულობა
** სერვისულობა
** პასუხისმგებლობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** სწრაფი რეაგირების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კოორდინატორი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე