Робота для біженців з України
რეპორტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე გაყიდვების დეპარტამენტში.

კომპანიის შესახებ:

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი მოიცავს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში, რომელთაც აერთიანებთ ისეთი ღირებულებები როგორიცაა: პროფესიონალიზმი, განვითარება, სიძლიერე, სტაბილურობა, სანდოობა და მრავალფეროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას;
** საბონუსე სქემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა წყაროდან მიღებული პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და გაყიდვების გუნდისთვის განაწილება;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების მომზადება;
** CRM მოდულის მართვა;
** ბაზების განვითარების ახალი მეთოდების და სქემების შემუშავება;
** პარტნიორ ბანკებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიღება და დამუშავება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის კუთხით;
** MS Excel საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge.

სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ასევე მეილის ტექსტში გთხოვთ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სახელფასო დიაპაზონი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე