Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე ჰოლდინგური კომპანია TSUR Group-ისთვის.

TSUR Group არის ქართულ-ებრაული ჰოლდინგი, რომლის ხედვა და მიზანია რომ შეცვალოს მომხმარებლის ქცევა. ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: არომაკო - არომა მარკეტინგის ინოვატორი საქართველოში; ნამი8 - წყლის ფილტრაცისს დისპენესერები; ლალინი - თავის მოვლის საშუალებები ისრაელიდან; მასორი - საინვესტიციო უძრავი ქონება; რეკრუტერი - ლეგალური დასაქმება ისრაელში.

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე: https://www.tsur-group.com

პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ფინანსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც წარმატებულად უმუშავიათ ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.

სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00)
დაქვემდებარება - ჰოლდინგის დამფუძნებელი
დაქვემდებარებული - 7 თანამშრომელი
დამატებითი სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება.

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების გრძელვადიანი განვითარებისა და სამოქმედო გეგმის დასახვა და დამტკიცება უმაღლესი რგოლის მენეჯმენტთან ერთად;
** ჰოლდინგისა და მასში შემავალი კომპანიების წლიური დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების პროცესის მართვა;
** ჰოლდინგისა და მასში შემავალი კომპანიების საპროგნოზო და ფაქტობრივი ფინანსური უწყისების მომზადების უზრუნველყოფა;
** წლიური ბიუჯეტის შესრულების ანალიტიკა, შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
** ჰოლდინგისა და მასში შემავალი კომპანიების მოგება-ზარალის ანალიტიკა და მომგებიანობისთვის შესაბამისი პოლიტიკების გატარება;
** პროექტების საინვესტიციო ანალიზი და ფინანსების მოძიება;
** ფინანსური დეპარტამენტის მართვა;
** ჰოლდინგში დანერგილი ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
** გამოცდილება ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის პროგრამების დანერგვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე