Робота для біженців з України
ავტომობილების გაყიდვების /ტექმომსახ. სახელოსნოს მთ. მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების გაყიდვების /ტექმომსახ. სახელოსნოს მთ. მენეჯერი
მომწოდებელი: მათე მოტორსი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"მათე მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ავტომობილების გაყიდვების მენეჯერის

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება ამ მიმართულებით, უნდა ერკვეოდეს უახლესი ავტომობილების კომპლექტაციაში, შეეძლოს პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკების წარმოება და იყოს ორიენტირებული შედეგზე. აუცილებელია იყოს: ორგანიზებული, პუნქტუალური, სხარტი და კომუნიკაბელური.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** გამოცდილება ავტომობილის გაყიდვებში;
** უნდა იცოდეს ინგლისური ენა ბიზნეს გეგმის დაწერის დონეზე;
** ელექტრონული სერვისებით სარგებლობა;
** მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობა "ბ" კატეგორიაში - უნდა იცოდეს მართვა მაღალ დონეზე.

2. ავტო ტექმომსახურების სახელოსნოს მთავარი მენეჯერი

ამ პოზიციაზე მომუშავე პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ავტო სფეროში მუშაობის გამოცდილება. უნდა შეეძლოს ავტომობილების სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, მართვა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი.

აუცილებელია სისტემატური მუშაობა კონტრაქტორი კომპანიების მოძიების კუთხით, როგორც სახელმწიფო შესყიდვით ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებს შორის, პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებით და ფიზიკურ პირებთან .

სავალი ნაწილების შეკეთებისთვის სახელოსნოში არის 20 ავტო ამწე. ასევე სამღებრო, პოლირების, ქიმწმენდის და ნახარის გასწორების ბოქსები.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე: xg.salesmanager@matemotors.com ან დაგვიკავშირდით: 599 96 10 76.

ნუ გამოგვეხმაურებით არაპროფესიონალები ან/და მუშაობის გამოცდილების არმქონე პირები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე