Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: არქლაინი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
ალუმინის შემინვითი სისტემების კომპანია "არქლაინ ენჯინეარინგ"-ი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქინძმარაულის ჩიხი 5/7

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ; შაბათს 09:00-14:00

"არქლაინ ენჯინეარინგი" (https://www.archline.ge) წარმოადგენს კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟებს. "არქლაინი", საწარმოო სიმძლავრიდან გამომდინარე, ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა მთელ ამიერკავკასიაში სადაც იწარმოება:

** ალუმინის კარ-ფანჯრები;
** სლაიდები;
** ფასადურ სისტემები;
** ალუმინის შესასვლელ კარები;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
** ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უნდა ფლობდეს B კატეგორიის მართვის მოწმობას;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები და შესაძლებლობები:

** კარგად განვითარებული მენეჯერული უნარი;
** ეფექტურად კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
** დროის რაციონალურად მართვის უნარი;
** სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი.

გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე

თუ თქვენ პასუხობთ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@archline.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 107 479.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე