Робота для біженців з України
სერვისის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის ზედამხედველი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"GASTRONOME GROUP" დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.

GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს სერვისის ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #1, სითი მოლი.
სახელფასო განაკვეთი: 1500 ლარი ხელზე ასაღები;
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება)
10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი დროული და ეფექტური რეაგირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, მათთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარება, დატრენინგების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
** ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი;
** შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი;
** უნიფორმების/სუფრების მარაგების კონტროლი და განაწილება;
** საჭიროებისამებრ ყოველდღიური ანგარიშგების გაგზავნა ხელმძღვანელებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** რესტორნის მომსახურების სფეროში გამოცდილების ქონა;
** მომსახურების სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. cv@gastronome.ge; და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე