Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, ციფრული მარკეტინგის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (საქალაქო სასამართლოსთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო კამპანიებისთვის და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
** გრაფიკული დიზაინის ტრენდების მოძიება და რეკომენდაციების გაწევა;
** ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ვების და მობაილ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, Figma) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ტრენდების ცოდნა და ახალი იდეების გენერირებაში პროფესიული ტექნოლოგიების გამოყენება;
** კრეატიულობა, პროდუქტიულობა და ხარისხზე ორიენტირება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ თქვენი CV და პირადი პორტფოლიოს ბმული 2024 წლის 24 ოქტომბერი ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "გრაფიკული დიზაინერი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე