Робота для біженців з України
აღმასრულებელი ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი ასისტენტი
მომწოდებელი: მედკორი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორ-დისტრიბუტორი კომპანია "მედკორი" ეძებს გუნდის ახალ წევრს აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

"მედკორი" (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს სპეციფიური დანიშნულების თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებს (მიმართულებები: კლინიკა-ჰოსპიტალები, ინექციური კოსმეტოლოგია და სტომატოლოგია).

პოზიციის აღწერილობა:

** სამუშაო შეხვედრებზე დასწრება და დელეგირებული დავალებების შესრულების კონტროლი;
** გაცემული დავალებების ვადებში შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
** გენერალური დირექტორისთვის თათბირების, საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებების ორგანიზება;
** დირექტორის კალენდრის მართვა;
** საქმიანი დოკუმენტების გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, შედგენა, გაფორმება, მიღება, დასამტკიცებლად/ხელმოსაწერად წარდგენა, განსაზღვრულ ვადებში რეაგირება, გაგზავნა;
** საქმიანი კომუნიკაცია (ფოსტით, ელ. ფოსტით, ტელეფონით და სხვა საშუალებებით) პარტნიორებთან და თანამშრომლებთან;
** უცხოელი პარტნიორების მიღება-დახვედრა და მათი ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება;
** გენერალურ დირექტორსა და გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის მართვა;
** ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რაპორტების მომზადება გენერალურ დირექტორთან წარსადგენად;
** კომპანიის ზრდასთან, ან ახალ პროექტებთან დაკავშირებული გეგმების შესაბამისად აქტუალური საქმეების პროგრესის, დედლაინებისა და შესრულების უზრუნველყოფა;
** დავალებების მართვის სისტემებთან მუშაობა;

მოლოდინები კანდიდატის მიმართ:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან მარკეტინგის მიმართულებით;
** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე ან/და მარკეტინგულ სააგენტოებში ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე 1-2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური მაღალ დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** დაგეგმარებისა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მოთამაშე;

ძირითადი პირობები:

** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარიდან;
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medcore.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე