Робота для біженців з України
სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
კლინიკა "ჯერარსში" ცხადდება ვაკანსია სასტერილიზაციოს უფროსი ექთნის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, მუხიანის 1. #2ა. კლინიკა "ჯერარსი"
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ქირურგიული იარაღების ზედმიწევნით ცოდნა;
** დეზინფექცია/სტერილიზაციის სტანდარტების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უმცროსი სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ორგანიზება/კოორდინაცია, ტაბელების წარმოება და ექთნების მორიგეობის გრაფიკების შედგენა;
** სახარჯი მასალისა და სხვა სამედიცინო მარაგების შევსება/განახლება განყოფილებაში, ხარჯის პროგრამული ასახვა;
** ინფექციის კონტროლი პროტოკოლების შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესით;
** ზრუნვა განყოფილების უმცროსი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უნარების გაუმჯობესებაზე, პროფესიულ ზრდაზე;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ზოგადი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@jerarsi.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე