Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: TopTrans
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "TopTrans" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბის რაიონი, მირცხულავას N 11
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** ანაზღაურების სისტემა: ინდივიდუალური, კვალიფიკაციის მიხედვით (გამოცდილების არ მქონე პირები არ განიხილებიან) და ბონუსები გაყიდვებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბაზიდან პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან
** შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება
** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება
** შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი.
** ქოლცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული განაცხადების განხილვა
** გასაუბრება

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე : logistics@toptrans.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე