Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბლიც დენტალი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ბლიც დენტალი" - კახაბერ ხარებავას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** ახდენს პაციენტების ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ
** ახორციელებს ანგარიშწორებას. სალაროაპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას (რეგისტრაციის ჟურნალი)კლინიკაში დადგენილი წესით;
** უზრუნველყოფს ფორმა 100-დან ინვოისში მანიპულაციების გადატანას და ატანს პაციენტს მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
** პაციენტებთან დაგეგმილი და ჩასატარებელი გამოკვლევებისა და მანიპულაციების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** გახსნილი ისტორიის რეგისტარციის არქივში დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მათი პაციენტისთვის მოძიება;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება.
** კომპეტენციის ფარგლებში პაციენტისთვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება/შენახვა არსებული წესების დაცვით, კომპეტენციის ფარგლებში;
** პაციენტებისთვის ვიზიტების შეხსენება
** კლინიკის ასისტენტებსა და ექიმებთან შესაბამისი დროული კოორდინაცია
** პაციენტის მხრიდან უკმაყოფილების შემთხვევაში საჩივრის ფორმის შევსება
** პაციენტებისთვის ვიზიტების შეხსენება. გამავალი ზარების განხორციელება.
** კლინიკის ასისტენტებსა და ექიმებთან შესაბამისი დროული კოორდინაცია
** პაციენტის მხრიდან უკმაყოფილების შემთხვევაში საჩივრის ფორმის შევსება
** კლინიკაში შემოსული ზარის დროული პასუხი. შესაბამისი ინფორმაციის გაცემა და კითხვებზე პასუხი. პაციენტის ჩაწერა. წარმოშობილი რიგების მართვა, თავისუფალ სპეციალისტებთან პაციენტების გადანაწილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება და ადმინისტრირების უნარები;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.

უნარები და პიროვნული კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო); გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან
** რუსული (სავალდებულო საშუალო დონეზე). გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
სამუშაო გრაფიკი: ცვლის მიხედვით (მათ შორის შაბათ -კვირა) არანაკლებ 40 საათისა, ნორმირებული განრიგი
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (შედგება ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსისგან)

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე tgegeshidze@blitsdental.com - სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთევავაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე