Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=590256&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: All Service Group
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
ვინ ვართ ჩვენ ? "All Service Group" არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დომოფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.
სწორად აღნიშნული სერვისებით და უსაფრთხო, გამჭვირვალე სისტემით ვეხმარებით მაცხოვრებლებს კორპუსისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში.

გაიგე უფრო მეტი ჩვენს შესახებ: www.asg.ge

ამ ეტაპზე "All Service Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 116, დიდუბე პლაზა (მე 3 სართული)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე შეთანხმების შესაბამისად, არაუმეტეს 40 საათისა.

პირობები:

** სტაჟირების პერიოდში ფიქსირებულ 500 ლარი (NET);
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ 700 ლარი (NET);
** ჯგუფის წევრების საშუალო ანაზღაურება 1500-3000 ლარი;
** ყოველთვიური საკომისიო, ყოველთვიური საბონუსე სისტემა, კვარტალური ბონუსები;
** შეხვედრებისთვის კომპანიის ავტომობილით უზრუნველყოფა;
** კორპორაციული ნომრით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის გაკეთება/წარდგენა;
** მომხმარებლებთან კონტრაქტების გაფორმება/მოწესრიგება;
** ყოველთვიური/კვარტალური გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამებთან (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

საჭირო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@asg.ge. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია