Робота для біженців з України
უფროსი ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ზედამხედველი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უფროსი ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეაბილიტაციო, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა;
** სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების, მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის კონტროლი;
** საველე სამუშაოების მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა სტანდარტებთან შესაბამისად განხორციელების კონტროლი;
** პროექტის ვადების კონტროლი;
** პროექტის თანმდევი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის კონტროლი;
** სამუშოების წარმოებისას ტექნიკური თუ ადმინისტრაციული დარღვევების გამოვლენა;
** ინციდენტების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** პროექტების მიღება-ჩაბარების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** Ms Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2024 წლის 16 ნოემბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე