Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: კოლორ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"კოლორ ჯგუფი" არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.
გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"კოლორ ჯგუფი" გეძებს შენ ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტროგანათების ხაზებისა და ობიექტების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** ელექტრო ნახაზების და სქემების გაშიფვრა;
** ელექტროგაყვანილობის გამართულობის შემოწმება;
** არსებული ელექტრომოწყობილობების და დანადგარების ტექნიკური მომსახურება;
** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** დროის სწორი მენეჯმენტი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან დაგხვდება:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვების თანადაფინანსებას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ბაღდავაძის ქ. # 3
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@cologroup.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე