Робота для біженців з України
ექთანი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"სს ვიანი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჯავახიშვილის ქუჩა №83ა/85

სამუშაო განყოფილება და გრაფიკი:

** პედიატრიის მორიგე მედდა (24 საათიანი მორიგეობა);
** რეანიმაციის მორიგე მედდა (24 საათიანი მორიგეობა);
** ნეონატოლოგიის მორიგე მედდა. (24 საათიანი მორიგეობა);
** ემერჯენსის მედდა. (24 საათიანი მორიგეობა);
** ახალშობილთა რეანიმაციის მორიგე მედდა (24 საათიანი მორიგეობა);
** ენდოსკოპიის მედდა.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III კურსიდან;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერტიფიკატი.

სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2024

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1210

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 346 516

"სს ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე