Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"ნატურალი" - ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და
მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი
მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში ხუთი სამუშაო დღე: 08:00-17:00 და 17:00-02:00
ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი + ღამე ტრანსპორტირება ნაზღაურდება...
** ღამის ცვლა: ყოველ მეორე საღამოს 20:00-08:00 ან 21:00-09:00 სთ ამდე, ანაზღაურება ცვლაში 60 ლარი + ბონუსი
** ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ასევე კვებით უზრუნველყოფას.
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111 და 90 (მეტრო ნაძალადევი)

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** მომხმარებლის დახმარება, როგორც წონის პროდუქციის ასევე ხორცპროდუქტების შეძენის პროცესში.
** საკუთარ სექციაში, ვადიანი ხარისხიანი პროდუქციის ქონა სწორი ფასებით.
** მზა პროდუქციის მაცივრებში დროული მიღება/ჩაბარება განლაგება. ვარგისიანობის კონტროლი.
** წარმოდგენილი მზა/ნახევარფაბრიკატი პროდუქციის ფასის სისწორის დაცვა. მომხმარებლისთვის გაცნობა შემადგენლობაზე.
** სისუფთავის და წესრიგის დაცვა საკუთარ სექციაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება სასურველია (და თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.) მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/ მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება.

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 599405116 ან მოგვწერეთ მეილზე: hr@natural.com.ge.

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2024 წლის 30 ოქტომბერი

გელით ჩვენთან...
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე