Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ბესტი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
კომპანია შპს "ბესტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი, (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები).
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
** ყოველდღიური გაყიდვების და გადახდების შემოწმება
** გაცემული ზედნადებების ანალიზი, გაცემულ ზედნადებში მყიდველი/გამყიდველის ხარჯის სისწორის კონტროლი და ხარვეზის გამოსწორება.
** ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა, კორექტირება.
** ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან და ასახვა პროგრამაში.
** ექსელში სასაქონლო მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება.
** პროგრამაში ხარჯის საბუთების შექმნა.
** მთავარი ბუღალტრის და დირექტორის მიერ მიცემული სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
** საბუღალტრო პროგრამა APEX მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით), შემდეგ ელ. მისამართზე: info@bestgroup.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე