Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ღვინის კომპანია ფერი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
ღვინის კომპანია "ფერი" 3 წელია მოღვაწეობს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე.

ფერი-ს ღვინოები წარმოდგენილია 80-ზე მეტ ღვინის ბარში, რესტორანსა და მაღაზიაში.

"ფერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, მორგებული.
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი (გუდიაშვილის მოედანი) - მოძრავი

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** გაყიდვების გაზრდის მიზნით სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
** ახალი პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება.
** არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია და გაყიდვების წახალისება.
** ღვინის ფესტივალებში მონაწილეობის მიღების დაგეგმვა.
** აქციების ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების გაზრდის მიზნით პრიორიტეტების განსაზღვრა თვის ჭრილში;
** მომხმარებლების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების განსაზღვრა;
** ელ. კომერციის ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად აქტიური ჩართულობა;
** ფერი-ს სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** ყოველთვიური ანგარიშისა და მომდევნო თვის სამოქმედო გეგმის მომზადება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ან 3-4 კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ან მეღვინეობის მიმართულებით);
** MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის ცოდნა);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური); ანალიზის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** მოქნილობა და ოპერატიულობა.

ანაზღაურება და საბონუსე სისტემა შედგება გამოცდილების მიხედვით.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@perywines.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე