დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა;
** მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
** სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება;
** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი, მათ შორის პრობლემურ სტუმრებთან;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|