Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნესასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.

"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომს" ესაჭიროება საკონდიტრო საამქროს დამლაგებელი.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** ხელფასი: 1000 ლარიდან
** დასვენება: კვირა

მოვალეობები:

** ყოველი სამუშაო დღის დაწყებამდე და დასრულებისას წარმოების ტერიტორიის და მიმდებარე სანიტარული კვანძების დალაგება-დასუფთავება;
** სამუშაო დღის განმავლობაში საწარმოს შენობის სისუფთავის კონტროლი და საჭიროებისამებრ დასუფთავება;
** სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემის ფარგლებში შემუშავებული და დამტკიცებული პროცედურების, წესებისა და ინსტრუქციების დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 72 90 11 ან გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ ფოსტაზე: sandomi.hr@gmail.com. აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე