Робота для біженців з України
ახალგაზრდული მუშაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალგაზრდული მუშაკი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" თბილისის ახალგაზრდების განვითარების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ახალგაზრდული მუშაკის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ან სისტემიდან გასული ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერა;
** მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად შემთხვევების განხილვა, საჭიროებების გამოკვეთა;
** საჭიროებების მიხედვითა და თავად ახალგაზრდის ჩართულობით, თითოეული ახალგაზრდის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შექმნა.
** ინდივიდუალური განვითარების გეგმაში გაწერილი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
** ახალგაზრდების სოციალიზაციის, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
** ახალგაზრდების მონაწილეობის და გადაწყვეტილების მიღების წახალისება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება მოთხოვნილი წესითა და სიხშირით.
** სკოლებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან, ასევე, არაფორმალური განათლების მიმწოდებლებთან კომუნიკაცია ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე
** პროგრამის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** პროგრამაში დაგეგმილ თემებზე ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა
** პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და/ან ახალგაზრდული მუშაკის სერტიფიკატი
** ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება
** წერითი უნარ-ჩვევები
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
** ახალგაზრდულ მუშაკად მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა პრიორიტეტად.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე