Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=588656&print=yes&view=jobs
 
ძალიან მცირე სესხების საკრედიტო რისკების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძალიან მცირე სესხების საკრედიტო რისკების სპეციალისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ძალიან მცირე სესხების საკრედიტო რისკების სპეციალისტი/ანდერრაიტერი

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

სამუშაოს აღწერა:

** ძალიან მცირე კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და მისი ლიმიტის ფარგლებში დამტკიცება
** კლიენტის ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და გამოვლენილი რისკების შემცირებისთვის შესაბამისი ზომების დასახვა
** საკრედიტო პროცესის გასაუმჯობესებლად ანალიზისა და კვლევების მომზადება
** საკრედიტო პროცესის დახვეწასა და გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებში ჩართულობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (>B2)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** კარგი კომუნიკაციის უნარები
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** სწრაფად ათვისების უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "ძალიან მცირე სესხების საკრედიტო რისკების სპეციალისტი/ანდერრაიტერი" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი 2024 წელი

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ http://www.procreditbank.ge).

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია