Робота для біженців з України
ციფრული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: კურსი.ჯი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - "Kursi.ge" აცხადებს ვაკანსიას ციფრული კომუნიკაციების განყოფილების უფროსის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).

სამუშაოს აღწერა: ციფრული მარკეტინგის განყოფილების უფროსმა უნდა უხელმძღვანელოს და აკონტროლოს კომპანიის ციფრული მედიის სტრატეგიის, დაგეგმვის, შესრულებისა და ანალიზის პროცესები. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ციფრული მედიის კამპანიების შემუშავებაზე და განხორციელებაზე, რათა ხელი შეუწყოს ბრენდების ცნობადობის ამაღლებას, მომხმარებლების ჩართულობას და საბოლოო კონვერსიას. აღნიშნული როლი მოიცავს ციფრული მარკეტინგის გუნდის მართვას, ინდუსტრიის ტენდენციების შესახებ განახლებულ ინფორმაციის ფლობას და კომპანიის ციფრული მედია კომუნიკაციის ოპტიმიზაციას მაქსიმალური შედეგებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

ციფრული სტრატეგიების შემუშავება:

** კომპანიების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი ციფრული მედიის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
** სამიზნე აუდიტორიების იდენტიფიცირება და შესაბამისი ციფრული მედია არხების განსაზღვრა, რათა ეფექტურად მოხდეს მათი მოცვა.
** მედია დაგეგმარება და ბიუჯეტირება:
** მედიის ბიუჯეტის დაგეგმვა ედვერთაიზერთან ერთად და რესურსების ეფექტურად განაწილება სხვადასხვა ციფრულ არხებზე.
** მედია დანახარჯების მუდმივი ოპტიმიზაცია, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მარკეტინგული ROI.

კამპანიების მართვა:

** ციფრული მედიის კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია პლატფორმებზე, როგორიცაა Google Ads, Facebook Ads, LinkedIn Ads და სხვა.
** კამპანიების შესრულების მონიტორინგი და სტრატეგიების რეალურ დროში კონტროლი დაგეგმილი KPI-ების მისაღწევად.

გუნდის მართვა:

** ციფრული მარკეტინგის გუნდის ზედამხედველობა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების მაქსიმალურ მხარდაჭერას, როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე მათი პროფესიული ზრდისთვის.
** გუნდურობაზე და ერთგულებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა.

ქონთენთი:

** ქონთენთის შექმნაში მონაწილეობის მიღება, რათა სწორად მოხდეს ქონთენთის შესაბამისობაში მოყვანა სტრატეგიულ დავალებებთან.
** უზრუნველყოფა, რომ ქონთენთი ოპტიმიზირებულია ციფრული არხებისთვის.
** ანალიტიკა და ანგარიშგება:
** ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვა ციფრული მედიის კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
** პერიოდული ანგარიშებისა და მოსაზრებების (insights) მიწოდება მმართველი გუნდისთვის, ისევე როგორც რეკომენდაციების გაზიარება გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისთვის.

ვადების კონტროლი:

** პოსტებისა და სხვადასხვა გასანთავსებელი მასალების ვადების შედგენაში მონაწილეობის მიღება და მათი კონტროლი.
** ციფრული მედიის მომწოდებლებსა და სააგენტოებთან ურთიერთობა:
** საჭიროების შემთხვევაში ციფრული მედიის სხვადასხვა ვენდორებთან, სააგენტოებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა
** ტენდენციების ცოდნა:
** მუდმივად განახლებული ინფორმაციის ცოდნა/მოძიება ინდუსტრიის ტენდენციების, ახლად განვითარებადი ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.
** ინოვაციური სტრატეგიების შეთავაზება კონკურენტული უპირატესობების შესანარჩუნებლად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ციფრული არხების, ქონთენთის და ტრენდების ცოდნა;
** შემოქმედებითი უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ციფრული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე