Робота для біженців з України
საცხობი ხაზის მცხობელ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხობი ხაზის მცხობელ-კონსულტანტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას საცხობი ხაზის მცხობელ-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საქმის ადგილზე შეგასწავლით.

ფუნქცია - მოვალეობები

** ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნაწარმის დაფორმირება-გამოცხობა
** პროდუქციის იერსახის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის კონტროლი;
** მაცივრების სისუფთავეზე ზრუნვა.
** მაცივრებში არსებული პროდუქტის მარკირება; ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები,
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების კონტროლი და საჭიროებისამებრ შეცვლა.
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მომსახურების სტანდარტის შესაბამისად.
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის აწონვა და ფასის მიმაგრება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 08:00-დან 17:00 საათამდე ან 09:00-დან 18:00 საათამდე, დასვენების დღე კვირა.
ანაზღაურება: 1400 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 58 56 16.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე