Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=588025&print=yes&view=jobs
 
ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგი
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტექნოლოგის თანამდებობაზე საწარმოო პროცესების მართვის გუნდში.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / 12 სთ-იანი დღისა და ღამის ცვლები

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნოლოგიური პროცესების წარმართვა, პროდუქციის მომზადება და გამოშვება
** შეკვეთების შედგენა წარმოების პროცესის ნედლეულით, ინგრედიენტებითა და მასალებით უზრუნველყოფისათვის
** სისტემაში მონაცემთა დროული შეყვანა ნედლეულის, ინგრედიენტებისა და სხვა მასალების მოძრაობის შესახებ
** ნედლეულისა და სხვა მასალების გახარჯვის ყოველდღიური კონტროლი
შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე საწარმოო ანგარიშების ყოველდღიური დახურვა
** პირველადი დოკუმენტების ზუსტად დამუშავება, დროული წარმოება
** ნებისმიერი ცვლილებებისა და პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინჟინერ-ტექნოლოგის დროული ინფორმირება
** საწარმოო ეფექტურობისაკენ მიმართულ პროექტებში/ღონისძიებებში მონაწილეობა

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება, სასურველია კვების ტექნოლოგიის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნოლოგიის მიმართულებით, სასურველია წარმოებაში
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია 1С.
** სასურველია შესაბამისი სტანდარტების საბაზოსო ცოდნა (AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC)
** ქართული ენა თავისუფლად, რუსული ან ინგლისური B2 დონეზე;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
** ცვლის გრაფიკით (დღის, ღამის) მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ?

** პროფესიონალთა და ხელმძღვანელთა მხარდაჭერა
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია